კონკურსი

31 ოქტომბერი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი აცხადებს საჯარო კონკურსს კომიტეტის შემადგენლობაში ადვოკატებისა და სხვა დაინტერესებული პირების შერჩევის მიზნით. კომიტეტის შემადგენლობას ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

სისხლის სამართლის კომიტეტში შეირჩევიან ადვოკატები სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციით, ვისაც აქვს არანაკლებ 3 წლიანი პროფესიული პრაქტიკა,  კანონპროექტებზე და სამეცნიერო–კვლევითი  მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

უმაღლესი იურიდიული განათლება საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით.

ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის მაღალ დონეზე ცოდნა. სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე, ავტობიოგრაფია  (CV) ფოტო სურათით, სამოტივაციო წერილი, არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო სტატია ან ნაშრომი.

განცხადების გადარჩევის შედეგად გასაუბრებაზე დაბარებული იქნება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს  განსაზღვრულ მოთხოვნებს და სრულად  წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 ნოემბერი. წერილში გთხოვთ მიუთითოთსაკონკურსოგანაცხადისისხლისსამართლისკომიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ ელ. მისამართზე: b.basharadze@gba.ge ან b.basharadze@gmail.com ან წარმოადგინონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, მის.: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების 36

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი